2023 წელს. როგორ გავზარდოთ გაყიდვები?

10.04.2023
ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მას შემდეგ რაც ინტერნეტი და სოციალური მედია პოპულარული გახდა, ტრადიციულმა მარკეტინგმა - პრინტი, რადიო, ტელევიზია - დაკარგა თავისი დომინანტობა.

თუ თქვენ დღეს რაიმეს ყიდით, თქვენ აუცილებლად უნდა არსებობდეთ ონლაინ.
 

სოციალური მედიის გამოყენება გაყიდვებისთვის:

ონლაინ რეკლამირება და მარკეტინგი უნდა აკეთებდეს შემდეგს:

  • ეხმარებოდეს პოტენცურ მომხმარებელს თქვენი პროდუქტის პოვნაში;
  • აფართოვებდეს პოტენციური მომხმარებლების რაოდენობას;
  • მიუთითებდეს, თუ რას ფიქრობენ თქვენი მომხმარებლები თქვენზე და თქვენს პროდუქტზე.
  • გატყობინებდეთ, თუ როგორ მოიხმარენ თქვენს პროდუქტს თქვენი მომხმარებლები.
  • საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO)- დააოპტიმიზირეთ თქვენი საიტი, რომ საძიებო სისტემაში, რელევანტური საკვანძო სიტყვების გამოყენებისას თქვენი ვებ-გვერდი ტოპ პოზიციებზე გამოჩნდეს, ანუ დაეხმარეთ თქვენს საიტს Google-ში მაჩვენებლების გაუმჯობესებაში. და თუკი თქვენ არ გაქვთ საიტი შეგიძლიათ უფასოდ დაამატოთ განცხადება ვებ-გვერდზე: www. Georgian.ge სადაც ნახავთ კატეგორიებს.  უძრავი ქონება,  ავტომობილები,  ავტოსერვისი,  ვაკანსიები,  განათლებამარკეტი,  კომპიუტერები,  ტექნიკა. და ა.შ სადაც შეძლებთ თქვენი პროდუქტის თუ სერვისის განთავსებას. განცხადება 100 დღით არის ხელმისაწვდომი საძიებო ველებისთვის როგორიცაა Google, Yandex   და ა.შ ეს იმას ნიშნავს რომ თითეული თქვენი პროდუქცია იქნება GOOGLE-ში ამავდროულად განთავსებული. და თითეული მომხმარებელი როდესაც საძიებო ველში მოიძიებს პროდუქტს/სერვის იქნება საიტზე განთავსებული. 
  • საძიებო სისტემის მარკეტინგი (SEM)Google-სთვის ფულის გადახდის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, საძიებო შედეგების გვერდზე თქვენი ვებ-გვერდი პირველი გამოაჩინოთ.
  • იმეილ კამპანიები- პერსონალიზირებული შეთავაზებების, საინტერესო ახალი ამბების იმეილებით გაგზავნის საშუალებით შეგიძლიათ, გაზარდოთ საიტის ტრაფიკი. 2013 წელს Coursera-ს კვლევის მიხედვით იმეილ მარკეტინგის საშუალებით ბრენდებს მომხმარებლის რაოდენობა 700%-ზე მეტით გაეზარდათ.
  • ეფილიეიტ მარკეტინგი- თქვენი პროდუქტის პრომოცია ხდება მესამე მხარის მიერ, მსგავსად ტრადიციული რეფერალური მარკეტინგისა. თქვენ ეფილიეიტს უხდით საკომისიოს, რის სანაცვლოდაც ზრდით თქვენი საიტის ტრაფიკს. მაგალითად, Amazon Associates Program უხდის საკომისიოს საიტის მფლობელებს, რომლებიც რეკომენდაციას უწევენ ამაზონის პროდუქტებს თავიანთ საიტებზე.
  • ბლოგი- ბლოგი არის საინტერესო, რელევანტური სტატიების ერთობლიობა, რომელიც მკითხველებს ინტერაქციისა და დაკომენტარების საშუალებას აძლევს. ბლოგის მიზანი შეიძლება იყოს გართობა და ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლებისთვის.

სოციალური მედია კამპანიის განხორციელების ნაბიჯები

  1. აირჩიეთ თქვენთვის რელევანტური პლატფორმა
    ერთ პლატფორმაზე ოპერირებთ თუ რამდენიმეზე, დიდი ყურადღება დაუთმეთ, თუ რა სახის კონტენტს მოითხოვს კონკრეტული სოციალური ქსელი. შეისწავლეთ ყველა მათგანი, დააკვირდით, როგორი პოსტებია პოპულარული, რა ვიზუალურ კომპონენტებს ენიჭება უპირატესობა. შეისწავლეთ რეკლამირების მექანიზმი ყველა მათგანზე და შემდეგ გააქტიურეთ თქვენი ბრენდი სოციალურ მედიაში.
  2. შექმენით უნიკალური ლენდინგ გვერდი
    ციფრულ სამყაროში პირველი შთაბეჭდილება არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორც რეალურ ცხოვრებაში. თქვენი ციფრული იმიჯი უნდა იყოს თქვენი სასურველი მომხმარებლის სარკე.

იფიქრეთ იმაზე, თუ რა სახის ინფორმაცია დააინტერესებს იდეალურ მომხმარებელს. გახსოვდეთ, რომ ყველა სოციალური არხი განსხვავებულია. ლინკდინი კარგია პროფესიული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად, ინსტაგრამი ვიზუალური მხარისა და ყოველდღიური საქმიანობების საჩვენებლად და ა.შ. მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ყურადღებას მიიქცევთ, დაწრმუნდით, რომ შემდეგ ეტაპზე, მომხმარებლები უფრო დააინტერესოთ, სწორედ ამიტომ საჭიროა რელევანტური, საინტერესო და უნიკალური მთავარი-ლენდინგ გვერდის შექმნა.

  1. ინტერაქციაში შედით თქვენს ვიზიტორებთან
    სოციალური მედია საიტები არ არის ბილბორდები ან პრინტ რეკლამები. იმისთვის, რომ ეფექტურები იყოთ, მუდმივად უნდა უკავშირდებოდეთ მომხმარებლებს და გამომწერებს.

თქვენ არ ხართ შეზღუდულები ვიდეოების, ფოტოების, ლინკებისა და სტატიების გამოქვეყნებაში, რომლებიც თქვენს მიმდევრებს დააინტერესებთ. ყოველთვის გამოყავით დრო, რომ უპასუხოთ ყველანაირ უკუკავშირს, კომენტარს თუ მესიჯს.

შეჯამება

სოციალური მედია მარკეტინგის გავლენა შესაძლოა საწყის ეტაპზევე ვერ იგრძნოთ და შედეგები ვერ დაინახოთ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ თქვენ იქნებით თანმიმდევრულები და საინტერესოები, ძლიერი ბრენდის იმიჯი თქვენი კომპანიის განუყოფელი ნაწილი გახდება.


 
მოძებნეთ ქალაქი ან აირჩიეთ პოპულარული კატეგორიიდან
The account with the email address already exists on the site. To synchronize with Social Network Login plugin please enter the password to your account on the site.