გაიცანით სტარტაპი – იქ, www.Georgian.ge სადაც გაყიდვა - ყიდვა მარტივია | ინტერვიუ რობიკო ლაღიძე

14.03.2023

„თუ თქვენი ბიზნესი არ არის ინტერნეტში, მაშინ თქვენ არ ხართ ბიზნესში”. ბილ გეითსის ეს გენიალური გამონათქვამი, თანამედროვე მსოფლიო რეალობის სავიზიტო ბარათი გახდა და დღეს, ისე, როგორც არასდროს ბილის სიტყვების ჭეშმარიტებაში გვარწმუნებს.

ციფრულმა ეპოქამ, რომელშიც ახლა ვიმყოფებით სრულიად შეცვალა აქამდე არსებული ცხოვრებისეული წესები და სტანდარტები, მსოფლიო ცდილობს ფეხი აუწყოს ტექნოლოგიურ გლობალიზაციას. იქმნება უამრავი ტექნოლოგიური სივრცე, სიახლეები რომელიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და ადამიანი სრულად დამოკიდებული გახადა ტექნოლოგიაზე.

 

მზარდი მოთხოვნილების შესაბამისად არაერთი ადამიანი ცდილობს ამ სფეროში დამკვიდრდეს და სამომხმარებლო ბაზარს საკუთარი რესურსი შესთავაზოს. შესაბამისად არჩევანიც მრავალფეროვანია, მაგრამ პროფესიონალიზმის დეფიციტი.  

Exclusivetv.ge მკითხველს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი პორტალის შემქმნელს ახალგაზრდა, უნიჭიერეს პროგრამისტს, რობიკო ლაღიძეს გაგაცნობთ, რომელიც ციფრული ცივილიზაციის ახალი თაობის მასტერია. 

Georgian.ge, ქართული სტარტაპია, რომელმაც ბიზნესსექტორისთვის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი პორტალი შექმნა. მისი  დამფუძნებელი რობიკო ლაღიძე გახლავთ, რომელმაც 13 წლიანი პროფესიული ცოდნა ტექნოლოგიურ საკითხებში საქმედ აქცია და გადაწყვიტა, რომ დაგროვილი გამოცდილება საკუთარი ტექნოლოგიური კომპანიის შექმნისთვის გამოეყენებინა.

Exclusivetv.ge ამ გამოცდილების, კომპანიის  კარიერული გზისა და განათლების შესახებ რობიკოს ესაუბრა.




 

- რა ბიზნესებისთვის არის კომპანიის  ვებ-გვერდი  განკუთვნილი?

- ახალი პორტალი  www.Georgian.ge  არის   მათთვის ვისაც სურს თავიანთი პროდუქტი თუ სერვისები ინტერნეტში განათავსონ და  მარტივად გაყიდონ.  განცხადების გამოქვეყნება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს სრულიად უფასოდ ულიმიტო რაოდენობით. ასევე გვაქვს ფასიანი სერვისიც გაყიდვების ზრდისთვის.

- რა არის საჭირო ბიზნესმა თავისი პროდუქტის მარტივად გაყიდვა რომ შეძლოს?

- ძალიან მარტივია – ამისთვის აუცილებელია: 1. რეგისტრაცია  საიტზე   2. განცხადების დამატება

- მომხმარებლებს მათი  პროდუქტის/სერვისი  გაყიდვების ზრდისთვის რას სთავაზობთ?

- პრემიუმ პაკეტების სამ სხვადასხვა  პოზიციაზე განცხადების  დამატების  სერვისს: 1. VIP.   2.  VIP +.  3. Gold VIP. 

პრემიუმ პაკეტები  ფასიანი სერვისია.  შესაბამისი  სერვისის ყიდვის შემთხვევაში, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა უფრო მეტ ადამიანს ანახვოთ თქვენი  პროდუქტი/სერვისი, რადგან განცხადება იქნება  საიტზე  წინა პოზიციებზე ამასთანავე ნებისმიერი ვიაიპი პაკეტი იქნება გაზიარებული 2M მოცულობის რესურსის მქონე  სოციალური ქსელებში.

- როგორც მომხმარებელი რა სახის პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი პლატფორმაზე?

- მსოფლიოში რაც კი პროდუქტი/სერვისი არსებობს ყველაფრის. ძირითადი კატეგორიები კი იყოფა შემდეგნაირად:

უძრავი ქონება,  ავტომობილები,  ავტოსერვისი,  ვაკანსიები,  განათლებამარკეტი,  კომპიუტერები,  ტექნიკა.

თუმცა, ყოველდღიურად, ბიზნესების პროდუქციის დამატებასთან ერთად, ჩნდება სრულიად ახალი სახის კატეგორიები/ქვეკატეგორიები.

- როგორ განვითარდება პლატფორმა სამომავლოდ?

- კომპანიის განვითარებისთვის საკმაოდ დიდი გეგმები გვაქვს.  ვმუშაობთ საკმაოდ ბევრი იდეის რეალიზებაზე რაც ინოვაციური იქნება არამხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის არამედ მსოფლიოსთვისაც და მათ შესახებ მომავალში აუცილებლად გავაჟღერებთ როგორც კი საიტზე ჩაშენება მოხდება. ამ ეტაპზე კი აქტიურად ვმუშაობთ ახალი  UX/UI დიზაინის ინტეგრაციაზე. რაც მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას  ვებგვერდის ინტერფეისი უფრო მარტივად გამოიყენოს.  მოგეხსენებათ საიტზე ამ ეტაპზე საიტის დიზაინის მინიმალისტური დემო-ვერსია აყენია.

- რას იტყვით მომხმარებლებზე, რომლებიც უარყოფით უკუკავშირს გაძლევენ?

- ნებისმიერი უკუკავშირი ჩემთვის პროგრესის მამოძრავებელი ძალაა.  ვისწავლეთ რომ მის გარეშე ბიზნესის განვითარება და წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ასევე ვისწავლე იმ მომხმარებლების დაფასება, რომლებიც ძალიან ბევრს „წუწუნებენ“. მართალია, ამას კომპანიების უმეტესობა ნეგატიურად თვლის და რეალურადაც ძალიან შემაწუხებელია, ბევრ დროსა და რესურსებს მოითხოვს, რათა გავუმკლავდეთ, თუმცა ამგვარად,  ვაანალიზებთ რომ ნებისმიერი რამ ხდება არა ჩვენს საწინააღმდეგოდ, არამედ ჩვენს სასარგებლოდ რადგან ჩვენ ინტერესის მთავარი სფერო კმაყოფილი მომხმარებელია. 

- მოგვიყევით თქვენ შესახებ?

პროფესიით ვარ  მარკეტერი, დიზაინერი, პროგრამისტი. ამ ეტაპზე ვსწავლობ ფსიქოლოგიასაც.  ვარ საქართველოს სტუდენტური პარლამენტის მინისტრი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომელიც სხვადასხვა უნივერსიტეტიდან 2000 მეტ სტუდენტს აერთიანებს, ასევე ევროპის კომიტეტის თავმჯდომარე. მინდა მადლობა გადავუხადო სტუდენტური პარლამენტის თითოეულ წევრს, ჩართულობისა და იმ საინტერესო პროცესებისთვის, რომელსაც ერთად ვუყრით საფუძველს. ამ ახალგაზრდების სახით საქართველოს ძლიერი ახალი თაობა გაუმაგრებს ზურგს.



 

რობიკო ლაღიძე სტუდენტური პარლამენტის წევრებთან ერთად

ჩემი პროფესიული ცოდნა ასეთია: 1, კომპიუტერული ქსელები და სისტემები,  2,  UX / UI  -  დიზაინი  3,  ფიზიკა მათემატიკა ვებ პროგრამირება, ასევე გავლილი მაქვს სხვა სადიპლომო/სასერთიფიკატო, რამდენიმე თვიანი ან წლიანი კურსები.

არ ვნანობ რომ ერთ პროფესიის ერთგული არ ვყოფილვარ და რომელიმე რუტინულ საქმიანობაში არ ჩავიკარგე.  ყოველთვის მსურდა მქონოდა მრავალფეროვანი გამოცდილება და ცოდნა, რომლის მიღებასაც დღემდე ვაგრძელებ.

ჩემი მიზანია საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა იმ საქმიანობით და პროცესით სიამოვნების მიღება, ცხოვრების საკვანძო სფეროებში როგორიცაა, პიროვნება + დრო, ჯანმრთელობა + ენერგია, ოჯახი, ფული, ურთიერთობები და ა.შ.

ცხოვრების ამ ეტაპზე ორი რამით ვარ დაინტერესებული – ფსიქოლოგია და ტექნოლოგიები. გარკვეული პერიოდი, საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა პროფესიებშიც ვცადე, თუმცა საბოლოოდ საკუთარი კომპანიების დაარსება ვამჯობინე. ესენია:

www.Georgian.ge -  გაყიდე მარტივად (ეს არის ონლაინ მარკეტი.  კომპანია ეხმარება ადამიანებს გაყიდონ ან იყიდონ ნებისმიერი რამ მარტივად განათავსონ უფასოდ განცხადება)

www.Lider.ge -  არის ციფრული სააგენტო - სადაც მომხმარებლებს ვთავაზობთ მარკეტინგულ სერვისებს როგორიცაა: ციფრული მარკეტინგი, კონტენტ მარკეტინგი, იმეილ მარკეტინგი, სმს მარკეტინგი, ვიდეო მარკეტინგი, ეფილიეიტ მარკეტინგი, ინფლუენსერ მარკეტინგი,  მედია გაყიდვები. ასევე  Webhost.ge -  დეველოპერული კომპანია, რომლის დახმარებითაც შეგიძლია ისარგებლოთ შემდეგი მომსახურებით: საიტის დამზადება, დომენის რეგისტრაცია/ჰოსტინგი,   ლოგოს შექმნა,  ბრენდინგი, SEO ოპტიმიზაცია.

- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა მოტივაციას მისცემდით სხვებს კარიერულ წინსვლაში?

- პირველ რიგში გაბედეთ ვინაიდან, ჩვენ ვქმნით ჩვენ ბედს და ყველაზე მთავარი პრინციპი, - ერთგულება. იყავით თქვენი საქმის ერთგული, პირველივე მარცხისთანავე უკან არ დაიხიოთ, პრობლემას შემოუარეთ და აუცილებლად იპოვით წარმატებისკენ მიმავალ სწორ გზას! დაიმახსოვრეთ რომ ჩვენ ვართ ჩვენი ცხოვრების მთავარი არქიტექტორი და დროა შექმნათ ის!

- თქვენ, როგორც ერთ-ერთი  დამსაქმებელი ტექნოლოგიურ სფეროში,  რა პროფესიებია მოთხოვნადი დღეს საქართველოში?

- 2013 წელს  IT კომპიუტერული ქსელი და სისტემების სადიპლომო დავამთავრე.  IT  სფერო შემდეგ უამრავ პროფესიად დაიყო და განვითარდა. დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი  აიტი პროფესიებია: ვებ დეველოპერი,  მარკეტინგის მენეჯერი,  ბრენდ მენეჯერი,  გრაფიკოსი დიზაინერები, საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის (SEO) სპეციალისტები, სოციალური მედიის მარკეტერები (SMM)  მომხმარებლის გამოცდილების (UX) დიზაინერები.    ვიდეო მარკეტერები. 

რეალურად უამრავი ტექნოლოგიური პროფესიაა მაგრამ ეს ის ძირითადი  ციფრული პროფესიებია რომლის დაუფლების შემთხვევაშიც შეგეძლებათ იმუშაოთ არასრულ განაკვეთშიც, დისტანციურადაც და ვფიქრობ ნებისმიერი პროფესიის ადამიანმა უნდა იცოდეს მინიმუმ ერთი ციფრული პროფესია მაინც. რადგან შესაძლებელი იქნება შეითვისოთ რამდენიმე სამსახური ისე რომ ფიზიკურად არ მოგიწიოთ გადაადგილება.


 

- რა გაძლევთ სტიმულს და ენერგიას აკეთოთ ის რასაც აკეთებთ?

- ლიდერი ქმნის სისტემას, სისტემა მართავს ბიზნესს. ბიზნესი რომელსაც სარგებელი მოაქვს მსოფლიოსთვის და ფინანსური სტაბილურობა ბიზნესის შემქმნელისთვის. მე ასე მწამს, რომ ყველა ჩვენ დიადი საქმეების გასაკეთებლად მოვევლინეთ სამყაროს და უბედურია ის ადამიანი ვინც ტანჯვაში და მონობაში გაივლის ამ წუთისოფელს.   

დღესდღეობით ტექნოლოგიების საშუალებით თითქმის ყველაფრის ავტომატიზაცია არის შესაძლებელი და არ საჭიროებს „გადაწვამდე“ ადამიანის მხრიდან ფიზიკურ თუ გონებრივ ჩართულობას.  ბედნიერებაც და წარმატებაც ინდივიდუალურია და რაღაც კრიტერიუმს წარმოადგენს თითოეული ადამიანისთვის, მაგრამ ყველა ცდილობს ფინანსურ სტაბილურობას მიაღწიოს და დამოუკიდებელი გახდეს! ჩემი ენერგიულობის ერთ-ერთი მოტივატორი დამოუკიდებლობის და თავისუფლების მიღწევაა.  ნებისმიერი წარმატება ფინანსებით გაიზომება ასევე ბედნიერებაც. თუ სტრესი  გვაქვს ესე იგი ფულიც არ გვაქვს (იცინის).

ამ დროისთვის ოთხი ჰობი მაქვს: ერთი სულისთვის, მეორე სხეულისთვის, მესამე გონების განვითარებისთვის, მეოთხე ყველაზე მნიშვნელოვანი, - ფინანსური სტაბილურობის მისაღწევად. დაბრკოლებების მიუხედავად, საქმის კეთების დროს ვცდილობ დრაივი შევინარჩუნო. ნათქვამია:  „აკეთე საყვარელი საქმე და არასდროს მოგიწევს მუშაობა“. საყვარელ საქმეში საბოლოო მიზნის მისაღწევ გზაზე აუცილებლად იქნება დაბრკოლებებით სავსე დღეები, რომელმაც არ უნდა შეგაშინოთ!  და მაინც ვფიქრობ ყველას ყველაფერი გამოსდის, მთავარი ერთგულებაა და ის თუ რამდენად შეგვიძლია  მრავალჯერ გავუმკლავდეთ დაბრკოლებებს.

ინოვაციური  პლატფორმას − "გაყიდე მარტივად“ შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდზე − www.Georgian.ge

ასევე გამოიწერეთ  Facebook - გვერდი:  Georgian.ge - გაყიდე | იყიდე

ავტორი: ხათუნა შარაძე

მოძებნეთ ქალაქი ან აირჩიეთ პოპულარული კატეგორიიდან
The account with the email address already exists on the site. To synchronize with Social Network Login plugin please enter the password to your account on the site.